|
2020-02-05 14:44:27, 1062 ნახვა
კომენტარი
კალაძე სამგორში ნახევრად დაგებულ გზაზე - ადამიანთა ჯგუფმა დახაზა, რომ ეჩვენებინათ, როგორი უნიათოა დედაქალაქის მთავრობა
„ადამიანების ჯგუფმა, მგონი ყველა მიხვდება ვინც, გააკეთა დახაზვითი სამუშაოები, რომ გამოეყვანათ, როგორი უნიათოა დედაქალაქის მთავრობა“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახი კალაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც ჩანს, რომ სამგორის რაიონში, ე.წ. ზეემკას დასახლებაში გზა ნახევრად არის დაგებული. მისი თქმით, ადგილზე სამუშაოები კომპანია GWP-იმ ფრაგმენტული დაზიანების გამო აწარმოა. „მგონი ყველას გეცნობათ ეს ფოტო, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლოს ჩვენს ოპონენტებში. აქ სამუშაოები აწარმოა კომპანია GWP-იმ, ფრაგმენტული დაზიანება და პრობლემა იყო და შემდეგ ადამიანების ჯგუფმა, მგონი ყველა მიხვდება ვინც, გააკეთა ეს დახაზვითი სამუშაოები, რომ გამოეყვანათ როგორი უნიათოა დედაქალაქის მთავრობა, სამგონის გამგეობა და როგორ დახაზვებს აკეთებს. აი, ხომ ხედავთ რა დონეზე არიან დასულები და სად არიან. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ჩვენ პროექტი დაკვეთილი გვქონდა და მზად გვქონდა და ველოდებოდით კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას, რომ სამუშაო დაწყებული იყო და ასეთი ხუმრობა, რომელიც კონკრეტულმა ტელევიზიებმაც სიუჟეტებიც კი მიუძღვნეს. სად არიან ხო ხვდებით? ვითომ ამაზე დიდი პრობლემები არ გვქონდეს დედაქალაქში. ეს ქუჩა მთლიანად განახლდებული, მოწესრიგებული იქნება, სანიაღვრე სისტემები გაკეთდება და იქნება მოასფალტება და ა.შ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)