|
2020-02-05 12:12:36, 1306 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გიორგი აბუთიძის კანდიდატურა წარადგინა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გიორგი აბუთიძის კანდიდატურა წარადგინა. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, გიორგი აბუთიძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. „ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. შესაბამისად, მინდა, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციაზე, გიორგი აბუთიძის კანდიდატურა წარმოგიდგინოთ, რომელიც დღემდე, ჩვენი სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო. მანამდე კი სხვადასხვა პოზიციაზე საქართველოს ელექტროსისტემაში მუშაობდა. პროფესიით გახლავთ ინჟინერი და დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება, შემართება ხელს შეუწყობს და დაეხმარება დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. ამ მიმართულებით სერიოზული გამოწვევები არსებობს და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ამ პრობლემების მოგვარებას შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა გიორგი აბუთიძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)