13:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-01 14:56:33, 3136 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - Trace International-ის ინდექსის ბოლო შეფასება აღიარებს, რომ საქართველოში ბიზნესის თავისუფლების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესებულია

„საქართველოში ბიზნესის თავისუფლების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესებულია და  სწორედ ეს რეალობაა ასახული გავლენიანი ორგანიზაცია Trace International-ის ბოლო შეფასებაში“, -  ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გავლენიანი ორგანიზაცია Trace International-ის რეკეტის რისკისგან თავისუფლების ინდექსის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის შეფასებით,  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ შეფასებაში არის ხელისუფლების კორუფციაში ჩაურთველობა და ამ თვალსაზრისით მსოფლიოში  მეათე, ევროპაში კი მე-6 ადგილზე ვართ.

ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 200 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზეა, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 18-ე პოზიციას იკავებს.

 „ეს გავლენიანი შეფასება აღიარებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ევროპისა და მსოფლიოს უამრავ ქვეყანასთან შედარებით. ამის ყველაზე თვალსაჩინო ინდიკატორია ის გაზრდილი ნდობა, რასაც ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის, საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ იჩენს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმითვე,  ეს ნდობა აისახება მაღალ ეკონომიკურ ზრდაში, რომელმაც 2019 წლის წინასწარი მონაცემით, 5,2 პროცენტი შეადგინა, ეს აისახება ბიზნესის გაზრდილ აქტივობაში პრივატიზაციის, სხვადასხვა სახის ლიცენზიების მიმართ.

„ის, რომ ჩვენ, იგივე გამჭვირვალობის ხარისხით, სხვადასხვა განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს ვუსწრებთ,  როგორიცაა იტალია, პოლონეთი, ჩეხეთი თუ სხვა ქვეყნები, სწორედ ის ფაქტორია, რის გამოც ევროპული კომპანიები საქართველოში ჩამოდიან,  იწყებენ აქ ახალ ბიზნესებსა და ახალ პროექტებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ასევე აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის რეკეტის რისკისგან ყველაზე თავისუფალი ქვეყანა  ვართ.

ცნობისთვის, ორგანიზაცია Trace International-მა რეკეტის რისკისგან თავისუფლების ინდექსის შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველო მსოფლიოს 200 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზეა, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 18-ე პოზიციას იკავებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics