10:20 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-31 19:35:12, 3098 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ხაბეიშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის საქმეზე ბრალდებულ საკრებულოს წევრებს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს - თარაშ შურღაიას, ალექსანდრე ხუჯაძეს და ავთანდილ ცინცაძეს გირაო შეუფარდა.

სხდომაზე საქმის პროკურორმა სამივე ბრალდებულისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, რაც მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს გაიმართება.

შეგახსენებთ, 24 იანვარს თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს უმრავლესობის სამ წევრს ბრალდება დღეს წარედგინათ. პროკურატურამ ბრალდება დღეს თავად ხაბეიშვილსაც წარუდგინა.  მას გამოძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ ძალადობას ედავება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics