|
2020-01-31 14:16:23, 2284 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - ვირუსის იმპორტი საქართველოში შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს
„ნებისმიერ დროს შესაძლოა მოხდეს ვირუსის იმპორტი საქართველოში“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ განაცხადა. როგორც დომენტემ აღნიშნა, ვირუსის მკურნალობის გზა ჯერ არ არსებობს, თუმცა უკვე მიმდინარეობს მუშაობა ვაქცინის შესაქმნელად. „ნებისმიერ დროს შესაძლოა მოხდეს ვირუსის იმპორტი საქართველოში. მნიშვნელოვანია, ხელისუფლება მზად იყოს ვირუსის დროული იდენტიფიცირებისთვის, აღჭურვილი ჰქონდეს ლაბორატორიები ტესტების ჩასატარებლად, მოახდინონ ინფიცირებული პირების იზოლირება და გამოიკვლიონ ჰქონდათ თუ არა მათ კონტაქტი სხვა პირებთან და მიიღონ შესაბამისი ზომები. ეს ახალი ვირუსია, ამიტომ ამის წინააღმდეგ ვაქცინა და კონკრეტული მკურნალობის გზები არ არსებობს. თუმცა, ვაქცინის შესამუშავებლად მიმდინარეობს მუშაობა, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს“, - განაცხადა სილვიუ დომენტემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)