11:46 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-25 18:02:09, 3134 ნახვა

სამართალი
დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

მურჯიკნელს ბრალი სსკ-ს 109-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით (განზრახ მკვლელობა დანაშულის დაფარვისთვის, ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) წარედგინა.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთ ბრალდებულებას არ აღიარებს და აღნიშნულ საქმესთან შემხებლობას უარყოფს.

შსს-მ დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული გუშინ დააკავა. გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს, დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის შედეგად თავად დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა, მისი 33 წლის ვაჟი ნოდარ გუგეშაშვილი კი, ადგილზე გარდაიცვალა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics