11:45 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-25 13:04:04, 2687 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი კონგრესმენების მორიგ კრიტიკაზე - არჩევანი წერილსა და სიხარულს შორის აღარაა, ბევრი წერილი მივიღეთ

„არჩევანი, რომლის წინაშეც მთავრობა დგას არის ნათელი და ეს არჩევანი აღარ არის წერილსა და სიხარულს შორის, რადგან წერილები ბევრი მივიღეთ“,  - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კიდევ ორი კონგრესმენის მიერ გახარიასთვის გაგზავნილ წერილს.

სამადაშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას დღის ბოლომდე გაასაჯაროვონ ეს წერილი, წინააღმდეგ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ ამ წერილს თვითონ გაასაჯაროებს.

„გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას წერილით მიმართა კიდევ ორმა კონგრესმენმა, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რომ დღეს ქვეყანას მართავს კორუმპირებული ხელისუფლება.ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ უპირისპირედება ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს.მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას,რომ გაასაჯაროოს წერილი, რომელიც მიღებული აქვს დეკემბერში აშშ-ის სენატიდან.თუ ხელისუფლება დეკემბერში სენატიდან მიღებულ წერილს დღის ბილომდე არ გაასაჯაროებს, ჩვენ გავასაჯაროებს .მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს,გახარიასა და წულუკიანს არჩევანი, რომლის წინაშეც დღეს თქვენ დგახართ არის ძალიან ნათელი და ეს არჩევანი არ არის წერილსა და სიხარულს შორის იმიტომ, რომ წერილები უკვე ბევრი მიღეთ“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამჯერად კრიტიკული წერილი გიორგი გახარიას წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, ბრაიან ბაბინმა გამოუგზავნა. წერილი, რომელიც 23 იანვრით არის დათარიღებული, ბაბინმა საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყა.

როგორც ბაბინი წერს, აღნიშნული წერილი გახარიას „მეცნიერების, კოსმოსისა და ტექნოლოგიების“ წევრებმა საქართველოში გადავადებული რეფორმებისა და ამერიკის ინვესტიციების მიმართ გაუარესებული სიტუაციების გამო მისწერეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics