15:20 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-21 18:16:18, 1690 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისიმ“ უზბეკეთში წინასწარი საბანკო ლიცენზია მიიღო

თიბისიმ უზბეკეთში წინასწარი საბანკო ლიცენზია მიიღო, რაც გადამწყვეტი წინგადადგმული ნაბიჯია უზბეკეთში უახლოეს მომავალში საბანკო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით. საბანკო ლიცენზიის მოპოვება 2 ეტაპისგან შედგება. კერძოდ,  პრელიცენზიის მიღების შემდეგ, თიბისიმ კონკრეტული ტექნიკური მოთხოვნები და სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს, რის შემდეგაც მოხდება საბოლოო ლიცენზიის გაცემა.

თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში თანამედროვე საბანკო ეკოსისტემის განვითარება როგორც საცალო, ისე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. მთავარი აქცენტი ციფრული არხების, კერძოდ ე.წ. ნეობანკის განვითარებაზე გაკეთდება. უზბეკეთის 33 მილიონიანი  ბაზარი, კი ძალიან მიმზიდველი და მზარდია.

მოსამზადებელი სამუშაოები თიბისიმ უზბეკეთის ბაზარზე შესასვლელად 2019 წლიდან დაიწყო, დაარსა საპილოტე ფილიალი ტაშკენტში და შექმნა გუნდი, რომელიც იმუშავებს ბანკისთვის. ამჟამად თიბისი უზბეკეთის ეროვნული ბანკისგან საბოლოო ლიცენზიის მიღებას ელოდება, ხოლო  2020 წლის ზაფხულში დაიწყება საბანკო ოპერაციები.

პარალელურად თიბისი აქტიურად  მუშაობს გადახდების სისტემის განვითარებაზე უზბეკეთში ახლადშეძენილი შვილობილი კომპანიის Payme-ის მეშვეობით, რომელიც წამყვანი კომპანიაა გადახდების მხრივ თავისი 1.8 მილიონი აქტიური მომხმარებლით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
მდინარაძე ქვეყანაში ცენზურის სამსახურის ამოქმედებას კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics