|
2020-01-16 13:08:23, 1276 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე NDI-ის კვლევაზე: ეს არის მიზანმიართული პოლიტიკური მანიპულაციები, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად
„მე მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური მანიპულაციები, რომ საზოგადოება გარკვეულწილად შეცდომაში შეიყვანონ“, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები. მერმა საკუთარ რეიტინგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგად იცის ხალხის დამოკიდებულება მის მიმართ და ურთიერთობა ხალხთან კარგად აქვს აწყობილი. „NDI-ის კვლევებზე ისეთივე პოზიცია მაქვს, რასაც ადრე ვსაუბრობდი. მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური მანიპულაციები, რათა საზოგადოება გარკვეულწილად შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა არავის არაფერი არ გამოუვა. რაც შეეხება ჩემ რეიტინგს, მე ძალიან კარგად ვიცი ხალხის დამოკიდებულება პირადად ჩემ და ჩემი პარტიის მიმართ, ასე რომ ძალიან კარგად გვაქვს ეს ურთიერთობები ხალხთან აწყობილი და მომავალშიც ვაპირებთ გავაგრძელოთ ეს მიდგომები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)