21:16 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-16 11:26:24, 1167 ნახვა

საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად ჯარისა და ეკლესიის საქმიანობას აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს ჯარის, მართმადიდებლური ეკლესიისა და პოლიციის საქმიანობას კარგად აფასებს.

კერძოდ, კითხვაზე “როგორ შეაფასებდით ... საქმიანობას”, შედეგები ასე გადანაწილდა:

 

საქართველოს ჯარი: 8% - ძალიან კარგად, 44% - კარგად, 31% - საშუალოდ, 9% ცუდად, 2% - ძალიან ცუდად; 6%-მა არ იცის;

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია: 13% ძალიან კარგად, 37% - კარგად, 25% - საშუალოდ, 10% - ცუდად, 2% - ძალიან ცუდად, 12%-მა არ იცის;

საქართველოს პოლიცია: 6% - ძალიან კარგად, 37% - კარგად, 35% - საშუალოდ, 15% -ცუდად; 4% - ძალიან ცუდად, 3%-მა არ იცის;

სასამართლოები: 1% - ძალიან კარგად, 9% - კარგად; 29% - საშუალოდ; 31%- ცუდად, 14% - ძალიან ცუდად, 16%-მა არ იცის;

პარლამენტი: 1% - ძალიან კარგად, 8% - კარგად, 27% - საშუალოდ, 40% - ცუდად; 17% ძალიან ცუდად, 6%-მა არ იცის.

კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics