|
2020-01-13 23:57:58, 2194 ნახვა
საზოგადოება
ძველით ახალი წელი - კალანდობა დადგა
მთელი საქართველოსთვის ძველით ახალი წელი, კალანდობა – ასე უწოდებენ გურიაში შობა-ახალ წელს, რომელიც დეკემბრის ბოლოს იწყება. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დაესწრნენ. ჩატარდა უძველესი საკალანდო რიტუალები : აგუნას გადმოძახილი, მეკვლის ფეხადობა, ცხემლის ჭრა, გურული ღვეზლის ცხობის რიტუალი და მუცლის სალოცავი, დამზადდა ჩიჩილაკი. საკალანდო რიტუალში ასევე სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ჩაერთნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა: ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ანსამბლმა „გურიამ“, „ელესამ“, „იადონმა“ და „ხელხვავმა“ მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)