10:27 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-11 11:05:25, 4552 ნახვა

მსოფლიო
ჰასან რუჰანი - ირანი ღრმა სინანულს გამოხატავს უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო

„ირანი ღრმა სინანულს გამოხატავს უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდებასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

პრეზიდენტის თქმით, მისი ფიქრები და ლოცვა მგლოვიარე ოჯახებთანაა.

ამასთან, ირანის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გაგრძელდება და მასში გარეული პირები პასუხს აგებენ.

„შეიარაღებული ძალების შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ სამწუხაროდ ადამიანური შეცდომიდან გამომდინარე, რაკეტის გაშვებამ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნა და 176 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. გამოძიება გრძელდება“,- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics