12:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-26 17:28:01, 708 ნახვა

საზოგადოება
„თბილისი 2015“–ზე უსაფრთხოების კუთხით შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ზრუნავს

დღეს მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე ევროპი სახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ ოფიციალურად გაიხსნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფესტივალის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, 23 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, სხვადასხვა ლოკაციებზე შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით მობილიზებული იქნება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი შემდეგი გეგმის მიხედვით:

ფესტივალის გახსნის ცერემონიალის დამთავრებამდე, მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის 9 ეკიპაჟი;

23 ივლისიდან 2 აგვისტომდე 24 საათიან რეჟიმში, ოლიმპიური სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის 2 ეკიპაჟი;

ოლიმპიადის მიმდინარეობისას, ყოველდღე, დილის 08:00 საათიდან, ვარჯიშისა და შეჯიბრებების დასრულებამდე, „New Tbilisi”-ში (ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია) მობილიზებული იქნება, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის 1 ეკიპაჟი;

24 ივლისიდან 2 აგვისტომდე, სპორტის სასახლის მიდებარე ტერიტორიაზე, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის 1 ეკიპაჟი;

28 ივლისს, დილის 09:00 საათიდან შეჯიბრის დამთავრებამდე, ველოსპორტის ვარჯიშის დროს აღმაშენებლის ხეივანზე (დ. აღმაშნებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია), ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის 1 ეკიპაჟი;

30 ივლისს, 09:00 საათიდან, ველოსპორტის ვარჯიშის დამთავრებამდე თბილისის ზღვაზე ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის 1 ეკიპაჟი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics