22:27 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-24 11:15:17, 1450 ნახვა

კომენტარი
ადამ ერელი: გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნით, რომლებიც ხელს უწყობენ არასტაბილურობას, აძლევენ რუსეთს შესაძლებლობას, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერიოს ქვეყნის საქმეებში

„გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნით, რომლებიც ცდილობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების დაბრკოლებას და ხელს უწყობენ არასტაბილურობას, აძლევენ რუსეთს შესაძლებლობას, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერიოს ქვეყნის საქმეებში“, - ამის შესახებ ამერიკელი დიპლომატი ჯ. ადამ ერელი „ვაშინგტონ თაიმსთან“ საუბრობს.

მისი თქმით, ასეთმა ძალებმა ყური უნდა უგდონ სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, დაუბრუნდნენ პოლიტიკურ პროცესს და თავი შეიკავონ ძალადობრივი დემონსტრაციებისგან

„რუსეთის სამხედრო ძალები და მათი მარიონეტები აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. რუსი ტურისტების წვლილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 8%-ს შეადგენს. ფულადი გზავნილების თვალსაზრისით, რუსეთი საქართველოს მე-2 უმსხვილესი წყაროა. გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნით, რომლებიც ცდილობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების დაბრკოლებას და ხელს უწყობენ არასტაბილურობას, აძლევენ რუსეთს შესაძლებლობას, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერიოს ქვეყნის საქმეებში. მნიშვნელოვანია, რომ ხსენებულმა ძალებმა ყური უგდონ სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, დაუბრუნდნენ პოლიტიკურ პროცესს და თავი შეიკავონ ძალადობრივი დემონსტრაციებისგან“, - ნათქვამია სტატიაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics