22:27 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-23 12:39:53, 1782 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი: ოპოზიციის მხრიდან „ტროლების“ მსხვერპლი მეც ვყოფილვარ

„მეც  ვყოფილვარ ოპოზიციის მხრიდან „ფეისბუქზე“ ამგვარი ტროლების მსხვერპლი“, - ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" მიერ ანგარიშებისა და გვერდების წაშლას.

მისი თქმით, სოციალურ ქსელს შესაძლოა ყველა ინდივიდი, ორგანიზაცია თუ პოლიტიკური პარტია საზოგადოებისთვის საკუთარი არგუმენტების  გასაცნობად იყენებდეს.

„იმ უსაზღვრო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც საქართველოშია და ეს არის ძალიან მისასალმებელი და კარგი, სოციალურ ქსელს ყველა ინდივიდი ან რომელიმე ორგანიზაცია თუ პოლიტიკური პარტია შეიძლება იყენებდეს იმისთვის, რომ საკუთარი არგუმენტები გააცნოს საზოგადოებას. მაგალითად მე, ვყოფილვარ ოპოზიციის მხრიდან „ფეისბუქზე“ ამგვარი ტროლების მსხვერპლი. კარგია რომ facebook-ი ამაზე მუშაობს და ალბათ მომავალშიც დასჭირდება არა მხოლოდ საქართველოში, როგორც ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და სხვა ქვეყნებშიც ამგვარი ანგარიშები. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც განაცხადა, რომ მთავარი ტროლები ქუჩაში არიან და ცდილობენ თქვენ, საზოგადოებას ბოკერიები, სხვები და მათი ბელადი, რომელიც საზღვარგარეთ არის ტყუილი მოგყიდონ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჟურნალისტების შეკითხვას, იცოდა თუ არა, რომ ტროლები მისივე პარტიას ემსახურებოდნენ მინისტრი პასუხობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ასობით გვერდი, ჯგუფები და ყალბი ანგარიშები წაშალა, რომლებიც  პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ კამპანიაში იყვნენ ჩართულნი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics