|
2019-12-20 12:39:17, 1388 ნახვა
კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე: მმართველი გუნდის წინადადება მიუღებელია - ასეთი არასერიოზულობა არ მინახავს
„მმართველმა გუნდმა მოიტანა წინადადება, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი და არ მესმის ამ წინადადების მოტანის აზრი, თუ არა რაღაცნირად ჩვენი მედიატორების თვალში გამოჩენა, რომ მზად არიან კომპრომისისთვის“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ვაშაძემ „ოცნების“ ახალ ინიციატივას „არასერიოზული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მოთხოვნა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა და განსხვავებულ შეთავაზებას არ დათანმხდებიან. „მოიტანეს წინადადება, რომ 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს სისტემით 50 მაჟორიტარი დეპუტატი 100 პროპორციული დეპუტატი და არა მარტო 2020 წლის არჩევნები, არამედ საქართველოში ყველა დარჩენილი არჩევნები - უსასრულობამდე. ამისთანა არასერიოზულობა მე არ მინახავს. ეს წინადადება იცით რას აჩვენებს? თუ როგორ წვალობენ. ძალიან მინდა ჩავიხედო იმ სოციოლოგიურ კვლევებში, რომელიც აიძულებს მმართველ გუნდს რომ ასე იწვალონ. დიალოგს თავს ვერ ანებებენ, საერთაშორისო მედიატორებს ვერ ეუბნებიან მონაწილეობას არ მივიღებთო, ესმით რომ კომპრომისი მათგან უნდა წამოვიდეს და ისიც ესმით, ქუჩაში, სახელმწიფოში, საზოგადოებაში საშინელი კრიზისია. არ ვიცი როდის გაგრძელდება მოლაპარაკებები, ჯობს მოლაპარაკებები ამ ოთახში ვიდრე დაპირისპირება ქუჩაში, მაგრამ ერთი რაღაც უნდა გაიგოს მმართველმა გუნდმა, ჩვენ მხარდამჭერებს, ჩვენი პარტიის წევრებს და საქართველოს ამომრჩევლებს ვერ ავუხსნით ჩვენ თუ დავთანხმდებით რამეს, რაც განსხვავდება მათი კარდინალური მოთხოვნისგან, თუ იქნება ისეთი სისტემა, რაც საქართველოში შეინარჩუნებს ერთპიროვნულ მმართველობას“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. შეგახსენებთ, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდეს, რომელშიც მაჟორიტარული მანდატები 50-მდე იქნება შემცირებული.
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)