|
2019-12-17 16:20:46, 1062 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი „მწვანეთა მოძრაობის“ მიერ ექვსი ჰესის შეფასების ანგარიშის წარდგენას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი პროექტის „საბჭოთა პერიოდში აშენებული ჰიდროელექტროსადგურების შეფასება და რეაბილიტაციისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა“ შედეგების პრეზენტაციას დაესწრო. ენერგეტიკის სფეროს ექსპერტებმა ხრამ ჰესი I-ის, ხრამ ჰესი II-ის, ჟინვალჰესის, აწჰესის, ნაბეღლავი ჰესისა და ბახვი ჰესი III-ის ეფექტიანობის ანალიზი და ჰიდროელექტროსადგურების შეფასების მეთოდოლოგია წარმოადგინეს. ექსპერტების განცხადებით, აღნიშნულ ექვს ენერგოობიექტზე მდგომარეობის შეფასების და ენერგეტიკული მახასიათებლების გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია დეტალური ტექნიკური აუდიტის ჩატარება. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“ ორგანიზებით და ფრიდრიხ ებერტის ფონდის პარტნიორობით გაიმართა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სრულფასოვანი შეფასებისთვის კვლევები სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა საბჭოთა პერიოდში აშენებული ჰესების რეალური შესაძლებლობები დადგინდეს და სამომავლო ღონისძიებები განისაზღვროს. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე - გარემოს დაცვის შეაფასების კანონმდებლობასა და წყლის რესურსების რეგულირების კანონპროექტზე გაამახვილა. როგორც ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, კლიმატის ცვლილებების გარემოების გათვალისწინებით, ქვეყანაში განვითარდეს ენერგეტიკის სექტორი და წყლის რესურსების შესახებ ინფორმაცია იყოს მუდმივად განახლებადი. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სექტორის ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)