|
2019-12-17 14:33:32, 1773 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ 107 მილიონი დოლარის მოცულობის 10-წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
„საქართველოს ბანკმა“ 107 მილიონი დოლარის მოცულობის 10 წლიან სუბორდინირებულ სინდიცირებულ სესხის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. შეთანხმების სინდიცირების აგენტია FMO - Dutch entrepreneurial development bank. თავდაპირველი მონაწილეები აგენტთან ერთად არიან DEG - Deutsche Investitions-und Entwicklungsgesellschaft, Finnish Fund for Industrial Cooperation Ltd., Obviam, Swedish Development Finance Institution - Swedfund International AB, BlueOrchard Microfinance Fund (BOMF) და Symbiotics Group. რესურსი განკუთვნილია ბანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტად კლასიფიცირებისთვის (თანხის განაღდებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინსტრუმენტის კლასიფიკაციის დადასტურების შემდგომ) ბაზელ III–ის რეგულაციის ფარგლებში და ბანკის კაპიტალის პოზიციებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. „მოხარული ვარ, რომ FMO-სთან ჩვენი გრძელვადიანი და წარმატებული პარტნიორობა ამ მნიშვნელოვანი გარიგებით გრძელდება. სუბორდინირებული სესხი ბაზელ III-ის რეგულაციების ფარგლებში კაპიტალის შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგვცემს. მსურს, მადლობა გადავუხადო FMO-ს, რომელმაც ჩვენს ამჟამინდელ და ახალ პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს ახალ პარტნიორ კრედიტორებს ბანკის კაპიტალის სტრუქტურის დივერსიფიკაციისა და კაპიტალის პოზიციის გამყარებაში მხარდაჭერის გაწევისთვის, რომელიც საქართველოს ბანკის, როგორც ქვეყნის წამყვანი ბანკის როლის გაძლიერებაში აისახება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)