|
2019-12-16 13:10:53, 1165 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: მზად ვარ, რომ პრეზიდენტის სასახლეში 1 კაბინეტი დიასპორისთვის გამოიყოს
„მე მზად ვარ, რომ პრეზიდენტის სასახლეში იყოს დიასპორის წარმომადგენლებისთვის გამოყოფილი 1 კაბინეტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა დედაქალაქში დიასპორისთვის ადგილი არსებობდეს, სადაც მისი წარმომადგენლები ქვეყანაში არსებული საშუალებების შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებენ. „ჩვენ შევდივართ საარჩევნო წელიწადში. ყველა სიაში, ყველა პარტიამ, არ ვიცი მე პროპორციული იქნება, მაჟორიტარული თუ როგორც იქნება, რომ იყოს საშუალება პირველ 15 წევრში, სიაში იყოს დიასპორის 1 წარმომადგენელი მაინც. საჭირო არის, რომ არსებობდეს დედაქალაქში დიასპორისთვის ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ მიიღონ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საშუალებები არსებობს ქვეყანაში. მე მზად ვარ, რომ პრეზიდენტის სასახლეში იყოს ასეთი გამოყოფილი 1 კაბინეტი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)