19:03 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-13 14:47:33, 2296 ნახვა

სამართალი
ყაჩაღობაში ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე,  ყაჩაღობაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  აღნისნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული ნ.ხ. დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს, ქ.თბილისში, ნ.ხ. დიდ დიღომში მდებარე შპს „ორ ნაბიჯში“ დანით ყაჩაღურად თავს დაესხა მაღაზიის თანამშრომლებს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა 565 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

სამართალდამცველებმა ნ.ხ. 2019 წლის 26 აგვისტოს ქ.თბილისში დააკავეს. მას   ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ხ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics