|
2019-12-07 14:24:53, 3159 ნახვა
სამართალი
პროკურორი არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე: ყველა დაკავებულმა იცოდა, რა შინაარსის ფოტოსესიაში იღებდნენ მათ შვილებს
„ყველა დაკავებული ინფორმირებული იყო აღნიშნული ფოტოსესიის შინაარსის შესახებ“, - ამის შესახებ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების გადაღება-გასაღების საქმის პროკურორმა, მარიამ გოგორელიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, დღეს, საქალაქო სასამართლო 11 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების საქმეს განიხილავს, საიდანაც 10 მშობელი და ერთი მასწავლებელია. „დღეს განიხილება 11 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიება. აქედან 10 მშობელია, ერთი მასწავლებელი. ყველა მათგანი ინფორმირებული იყო აღნიშნული ფოტოსესიის შინაარსის შესახებ. ყველა მათგანს თვითონ მიჰყავდა საკუთარი შვილი ფოტოების გადასაღებად. იმყოფებოდა იმავე ბინაში, სადაც ხდებოდა ფოტოების გადაღება. ბრალდების მხარეს აქვს არაერთი მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად გარდა იმისა, რომ ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც არის უშუალოდ პორნოგრაფია ასახული. აგრეთვე არის როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერები, როგორც ვიდეო ჩანაწერები, აგრეთვე აუდიო ჩანაწერები“, - განაცხადა მარიამ გოგორელიანმა. შეგახსენებთ, რომ შსს-მ რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)