22:01 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-04 13:19:15, 2129 ნახვა

სამართალი
ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობისა და სხეულის დაზიანებისთვის ბრალდებულს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობისთვის და სხეულის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული მ.ს. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 თებერვალს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მ.ს.-ს შელაპარაკება მოუხდა მისსავე სახლში მყოფ გ.ტ-სთან. უწყების ცნობით, განაწყენებულმა მ.ს.-მ დატოვა გ.ტ-ს სახლი, უკან სანადირო თოფით შეიარაღებული დაბრუნდა და გ.ტ.-ს ორი ჭრილობა მიაყენა.

„აღნიშნულის შემდეგ მ.ს.-მ სოფელ ახალსოფელში, ხულიგნური ქვენაგრძნობით, ა.მ.-ს სანადირო თოფიდან მუცლის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.მ. იმავე დღეს საავადმყოფოში  გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მ.ს. სასამართლო განჩინების საფუძველზე 2019 წლის 22 თებერვალს ქ.ლანჩხუთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობა) და  19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მ.ს. დამნაშავედ ცნო ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობაში და განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით) და  სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას აპელაციის წესით გაასაჩივრებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics