|
2015-07-22 19:01:59, 833 ნახვა
ეკონომიკა
გორის "დასვენებისა და მომსახურების კომპლექსში" "ვენდისა" და "დანკინ დონატსის" რესტორნები გაიხსნა
კომპანია "ვისოლი ჯგუფმა” ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსში“ „ვენდისა“ და დანკინ დონატსის“ რესტორნები გახსნა. ამერიკული რესტორნების ქსელების პირველი რეგიონალური ობიექტების საზეიმო პრეზენტაციას გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და კომპანია "ვენდის" წარმომადგენელი დაესწრო. „ვისოლ ჯგუფის“ „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ მულტიფუნქციურია და რამოდენიმე მომსახურების ობიექტს მოიცავს. „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნების გარდა, რომელიც დღეს გაიხსნა, ობიექტზე განთავსებულია „ვისოლის“ ავტო და გაზგასამართი სადგურები, „ვიანორის“ ავტომომსახურების ცენტრი, სუპერმარკეტი “სმარტი” პროდუქტების ფართო არჩევანით და “სმარტ კაფე” უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმით. აქვე განთავსებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების სავაჭრო კუთხეც. კომპლექსის ტერიტორიაზე გამოყოფილია სატვირთო მანქანების, ავტობუსებისა და მსუბუქი მანქანების პარკირების ზონაც. „ვენდისა“ და დანკინ დონატსის“ ახალ ობიექტებზე „ვისოლ ჯგუფმა“ 50-მდე ადგილობრივი მოსახლე დაასაქმა და მომხმარებლებს საინტერესო აქციებიც შესთავაზა. თხილის ყავას და „რინგ დონატს“ „დანკინ დონატსის“ სტუმრები მხოლოდ 3 ლარად მიიღებენ ხოლო „ვენდიში“ მისულ სტუმრებს „ბეკონატორისა“ და „ჯუნიორ ბეკონატორის“ კომბო მხოლოდ ბურგერის ფასად დახვდება. „ვენდი“ „დასვენეისა და მომსახურების კომპლექსში“ სათამაშო ზონითაცაა წარმოდგენილი. "დღეს არის გამორჩეული დღე "ვისოლ ჯგუფში", რამეთუ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დედაქალაქ თბილისის გარეთ იხსნება "ვენდისა" და "დანკინ დონატსის" რესტორანი. ჩვენ სადაც არ უნდა გავაკეთოთ ეს რესტორანი, ეს ბრენდები ყოველთვის, ნებისმიერ ქალაქში მიიტანენ იგივე ხარისხს, რაც არის თბილისში.ჩვენი ხარისხი პროდუქციისა და მომსახურების, სერვისის მაღალი კულტურა დამკვიდრდება საქართველოს ნებისმიერ ქალაქში და ხარისხის კუთხით, ჩვენ ყველა კონკურენტისაგან გამორჩეული ვიქნებით, რამეთუ ეს არის ჩვენი ბიზნესის კეთების ფილოსოფია. ასევე, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ დღეს 50 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც თითოეული ჩვენთაგანისთვის ღირებულია",-განუცხადა ჟურნალისტებს კომპანია "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. (r)
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)