|
2019-11-30 14:37:27, 1604 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა: შეხვედრის ეს ფორმატი წვალებითა და ვირეშმაკობით შეკოწიწდა
„ასე წვალებითა და ვირეშმაკობით შეკოწიწდა შეხვედრის ეს ფორმატი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა. უგულავას თქმით, იმ შემთხვევაში თუ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდება, კანონპროექტი ოდირსა და ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. "მეგობრებო, ბევრი კითხვა ისმის შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით - "საიდან გაჩნდა კაკო ასათიანი". ფორამტი ქოცებმა შესთავაზეს ელჩებს. ალბათ ორი მიზეზით 1. ელჩები აწვებოდნენ და რაღაცა უნდა ექნათ 2. "თემა დახურულია" განაცხადეს და აბა ოპოზიციას ხომ არ შეხვდებოდნენ . ამიტომ მოიგონეს ეს პარლამენტის სპიკერების ფორმატი. (დათო ბაქრაძე არაა თბილისში და გიგა ბოკერიამ ჩაანაცვლა). მერე უცბად აღმოაჩინეს რომ ენმ-ე მოტეხეს შეხვედრიდან. იფიქრეს, იფიქრეს და ენმ-ს თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, დაამატეს (გეგონება ეს რაღაც მარადიული სტატუსია). ამასობაში კაკო ასათიანიც იპოვეს და დაპირდნენ დასაპირებელს. ცალკე ინაშვილი დაადგა იქედან თოფით - თქვენ ვის გაუბედეთ მოტეხვაო, ოღონდ, ჰოი საოცრებავ, ირმა ჩვენსკენაა. ასე წვალებითა და ვირეშმაკობით შეკოწიწდა ეს ფორმატი. ჩვენ გუშინ ღამემდე და დღესაც დავაყენეთ სამოქალაქო აქტივისტთა წარმომადგენლის ჩართვის საკითხი, რაც სწორი მოსაზრებაა, მაგრამ ქოცებმა ფეხები გაფშიკეს. მოკლედ, ამაყი და ამპარტავანი ქოცები თავს იტყუებენ და იწყნარებენ რომ ქუჩის აქციას კი არ ხვდებიან, არამედ ელჩების თხოვნით, პარამენტის სპიკერებს და როგორც გამოჩნდა ვიცესპიკერებს (ვოლსკიც ამაყად იმზირება). იკითხავთ ეს ხომ მასხარაობაა. ნამდვილად! უკეთესი იქნებოდა ქოცებს შინაარსზე დაეხარჯათ ამდენი დრო და ენერგია, ვიდრე ამ სცენის დადგმაზე და გათამაშებაზე. მეტიც ეს ყველაფერი იმიტომ გაითამაშეს, რომ ჩვენ მაგიდა აგვეყირავებინა და შეგვტენოდა ჩაშლა. აი აქ კი აფეთქდნენ ქოცები თავისსავე ნაღმზე. ამ პარლამენტის სპიკერთა კოჰორტამ ერთი რამ მაინც იცის კარგად, როგორ არ შეიტენოს და პირიქით აქეთ გატენოს მოლაპარაკებების ჩაშლა. ამდენად, უშედეგოდ თუ დასრულდა ქოცები გადაგდების სპირალის შემდეგ წრეზე ავლენ - ელჩებსაც გადააგდებენ. ჩვენ კი კანონპოექტს მაინც გავაგზავნით ოდირსა და ვენეციის კომისიაში. ასე რომ ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით“,- წერს გიგი უგულავა. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უკვე 4 საათზე მეტია მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრება როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე მმართველი გუნდი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის ამერიკის, გერმანიისა და ევროკავშირის ელჩები.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)