22:02 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 17:43:04, 1610 ნახვა

პოლიტიკა
„ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ ალიანსს ქმნიან - ვიდეო

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ ალიანსს ქმნიან - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ, ფიქრია ჩიხრაძემ  და დავით უსუფაშვილმა ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც „ლელოს“ ლიდერმა აღნიშნა, მათ ალიანსს ექნება განსხვავებული ხედვა და პროგრამები, რომელიც ქვეყნის გამარჯვებაზე იქნება ორიენტირებული.

„ჩვენ წარმოვადგენთ იმ ხედვას, კონსულტაციებს და პროგრამებს, რომელიც იქნება განსხვავებული. ეს იქნება სხვა გზა, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაზე ორიენტირებული. ეს იქნება ერთობლივი გუნდი. მე ჩემს თანაგუნდელებს განვიხილავ თანაბარუფლებიანებად, მეგობრებად და პარტნიორებად, სწორედ ასე დგება ნამდვილი გუნდი. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს რიგგარეშე არჩევნები. ეს არის პირველი ნაბიჯი იმისა, რომ ვიყოთ მზად ნებისმიერი არჩევნებისთვის. იქნება ეს პროპორციული, გერმანული მოდელი თუ სხვა. მთავარია ვიყოთ გამარჯვებაზე ორიენტირებულები“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics