|
2019-11-29 10:42:26, 1271 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი: თუ ხელისუფლება მზად არის ჩვენი შეთავაზება განიხილოს, მაშინ დიალოგი შედგება
„თუ ისინი განაცხადებენ, რომ მზად არიან ჩვენი კონკრეტული შეთავაზება განიხილონ, მაშინ დიალოგი შედგება და განვიხილავთ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის პიკეტირება დღესაც გაგრძელდება და კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გამოსავალი ხელისუფლების მხრიდან საღი აზრის გამოჩენაა. "თუ ისინი განაცხადებენ, რომ მზად არიან ჩვენი კონკრეტული შეთავაზება განიხილონ, მაშინ დიალოგი შედგება და განვიხილავთ. მაგრამ იმ პირობით, რომ ჩვენ არაფერზე თანახმა არ ვართ, რა თქმა უნდა, ასეთი დიალოგი ვერ შედგება. როგორც გავიგე დილის 7 საათზე შეუპარებიათ "ქართული ოცნების" დეპუტატები პარლამენტში და იქ არიან ახლა გამაგრებულები. არ არის პრობლემა თუ ასე სურთ მუშაობა, რომ დილის 5 საათზე გააღვიძონ თავისი დეპუტატები და სასწრაფო წესით შეყარონ პარლამენტში ან ააგონ ბარიკადები ქალაქში და ან ნაკრძალად გამოაცხადონ სამთავრობო ზონა, იმუშაონ. ჩვენ ახლა შევიკრიბებით და ჩავალთ პარლამენტის შესასვლელთან და იქ გამოვხატავთ პოზიციას. თუ არ წამოვა ხელისუფლება დათმობაზე, ისევ ღამეს გავათენებთ და არ შევუშვებთ. აქედან გამოსავალი არ არის გარდა იმისა, რომ საღი აზრი უნდა გამოიჩინოს ხელისუფლებამ,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები 10 საათზე შეიკრიბნენ. დემონსტრანტები პროტესტისა და პიკეტირების შეწყვეტას არ აპირებენ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)