20:50 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 10:39:42, 1131 ნახვა

პოლიტიკა
ვაჟა სირაძე: უსაფრთხოების მიზნით დავაყენეთ რკინის კონსტრუქციები, დასრულდება თუ არა აქცია, მოვხსნით

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან რკინის ჯებიები უსაფრთხოების მიზნით დადგა.

მისი განმარტებით, რკინის კონსტრუქციებს საპროტესტო აქციების დასრულებისთანავე აიღებენ.

როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა, ჭიჭინაძის ქუჩა თავისუფალია და მოქალაქეებს სწორედ ამ გზით შეუძლიათ გადაადგილება.

"ეს გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო იმის გამო, რომ თავიდან აერიდებინათ ყველა შესაძლო ინციდენტი. პოლიციური ძალები განლაგებულნი არიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვინაიდან როგორც ოპოზიციურმა ძალებმა განაცხადეს, კვლავ აპირებდნენ პარლამენტის შენობის ბლოკირებას. დასრულდება თუ არა აქცია, შესაბამისად მოვხსნით ბარიკადებს. ჭიჭინაძის ქუჩიდან არის თავისუფალი ასასვლელი და შეუძლია სწორედ ამ გზით ისარგებლოს ნებისმიერმა მოქალაქემ. უსაფრთხოების მიზნით გადავწყვიტეთ დაგვეყენებინა რკინის კონსტრუქციები. ჩვენ ვმოქმედებთ ადეკვატურად," - აღნიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics