|
2019-11-27 16:22:37, 3151 ნახვა
სამართალი
პროკურორი: თუ დანაშაულის ნიშნები დადგინდება, ბუდაღაშვილის განცხადებაზე გამოძიებას დავიწყებთ
„იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ არსებობს შესაბამისი დანაშაულის ნიშნები, ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადების თაობაზე გამოძიება დაიწყება“, - ამის შესახებ 20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთა საქმის პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა. მისი თქმით, ბუდაღაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებულ გარკვეული სახის ზეწოლასთან დაკავშირებით 5 თვის განმავლობაში სასამართლოსთვის არაფერი განუცხადებია. „დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკითხა მისი მოწმეები. დაიკითხა პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ისაუბრეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაზე, ბრალდებულების დაკავებაზე და სხვადასხვა გარემოებებზე. ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა განაცხადა, რომ მის მიმართ მიმდინარეობდა გარკვეული სახის ზეწოლა, თუმცა ამის თაობაზე მას არ განუცხადებია რამდენიმე თვის წინ პენიტენციურ დეპარტამენტში, როგორც განაცხადა დღეს. ბუნებრივია ბრალდების მხარე და სასამართლო მიიღებს შესაბამის ზომებს ამის თაობაზე, რათა მოხდეს საქმეზე რეაგირება. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ არსებობს შესაბამისი დანაშაულის ნიშნები დაიწყება გამოძიება. თუმცა ბრალდებულმა მიუთითა სასამართლო სხდომაზე, რომ მასთან შემოსული იყო ორი უცნობი პირი, რომელთა იდენტიფიცირებაც არ მომხდარა. მან განაცხადა, რომ არ იცის ვინ არიან ეს ადამიანები, მაგრამ მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ისაუბრებს, თუ დაინტერესდებიან შესაბამისი ორგანოები. ასევე თქვენთვის ცნობილია, რომ არაერთი ბრალდებულია მოცემულ საქმეზე, თუმცა ამაზე არავის უსაუბრია. დღევანდელ სხდომაზე ზურაბ ბუდაღაშვილმა განაცხადა, რომ ის დეტალურად ისაუბრებს შემდგომში ამ საკითხებზე. ჩვენ, ბუნებრივია, თუ მივიღებთ დეტალურად ინფორმაციას, რომ არსებობს კონკრეტული დანაშაულის ნიშნები, დაიწყება გამოძიება. თავად ბრალდებულმაც დაადასტურა, რომ 5 თვის განმავლობაში ზეწოლის თაობაზე არაფერს ამბობდა და დღევანდელ სხდომაზე გადაწყვიტა ამსაკითხებზე ესაუბრა. ბუნებრივია, მივიღებთ ყველა ზომას, რათა აღნიშნულ საკითხი გაირკვეს“, - განაცხადა ვაჟა თოდუამ. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა ზურაბ ბუდაღაშვილმა დღეს, სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ მისი დაკავების შემდეგ, მასთან ყალბი სახელებით ორი უცნობი პირი შევიდა და უთხრა, რომ თუ ოპოზიციური პარტიების ლიდერების, მელიას, ოქრუაშვილის და უგულავას წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, მას და მის ოჯახის წევრებს პრობლემები აღარ შეექმნებოდათ.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)