19:22 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-25 15:55:11, 1287 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის ახალი ვიცე-სპიკერების და კომიტეტების თავმჯდომარეების ვინაობა ცნობილია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ვაკანტურ საპარლამენტო თანამდებობებზე დასანიშნი პირები დაასახელა.

პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას გიორგი ვოლსკი დაიკავებს. ვიცე-სპიკერები კი მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი და კახა კუჭავა იქნებიან.

რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარეებს, საგარეო საქმეთა კომიტეტს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ დავით სონღულაშვილი დაინიშნა, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი, ნინო წილოსანი იქნება.

ამასთანავე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის მოადგილის თანამდებობიდან, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაწინაურდება გენადი მარგველაშვილი. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ კი, გურამ მაჭარაშვილი დაინიშნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics