03:40 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-22 16:51:00, 2570 ნახვა

საზოგადოება
Amnesty International-ი რუსეთს და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

Amnesty International-ი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთმა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს.

„ორივე მხარემ უნდა უზრუნველყოს ვაჟა გაფრინდაშვილს დაუყოვნებლივ გათავისუფლება.  გარდა ამისა, მათ უნდა აუნაზღაურონ ის ზიანი, რომელიც გაფრინდაშვილმა დაკავების შედეგად მიიღო. მხარეებმა [რუსეთმა და ოკუპირებულმა ცხინვალმა] უნდა უზრუნველყონ, რომ არავინ დაექვემდებაროს წამებასა და არასათანადო მოპყრობას, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებით ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი დაირღვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics