|
2019-11-22 13:24:57, 3407 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ბლოკირება ცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს
„ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რადგან ეს ცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი პროგრამა სახელმწიფო ინსტიტუტების ხშირი ბლოკირებაა, რაზეც სახელმწიფოს მომავალშიც ექნება საკუთარი რეაქცია. „პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ცდილობს მაქსიმალური დესტრუქციით და ისტერიული აქტივობებით, მოხვდნენ ყურადღების ცენტრში და როგორმე თავისი თავი მიჰყიდონ საზოგადოებას, რომ მათ ვინმე პოლიტიკური მიზნებით უპირისპირდება. ეს არ არის მართალი. მოვუწოდებ, ოპოზიციის იმ დესტრუქციულ ნაწილს, რომელთა მთავარი პროგრამაც არის, რომ როგორმე სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება გაიმეორონ ხშირად. ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რა თქმა უნდა, ეს ცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და სახელმწიფოს ამაზე მომავალშიც ექნება საკუთარი რეაქცია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)