17:29 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-19 01:27:51, 1471 ნახვა

პოლიტიკა
პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას მოსახლეობის 78 პროცენტი მხარს უჭერს - IRI

IRI -ს კვლევის თანახმად პროპორციული საარჩევნო სისტემის თაობაზე მოსახლეობის 68%-ს სმენია. მათი 78 პროცენტი, ვისაც ამ სისტემის შესახებ სმენია, აცხადებს, რომ პროპორციულ სისტემას მხარს უჭერს, 9% ეწინააღმდეგება, ხოლო 13 პროცენტს პოზიცია არ აქვს.
კვლევის შედეგები საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა დღეს გამოაქვეყნა.

 

წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა
(IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა
კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი,
დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების
ცენტრის დაკვეთით. კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით
რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა
მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს
საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის
გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი,
შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის
კრიტერიუმით.
წინამდებარე კვლევის ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის უანგარო
მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. კვლევაში
გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის კვლევის ავტორ(ებ)ს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) ან/და აშშ-ის სახელმწიფოს ხედვებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics