00:41 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-18 23:33:17, 2590 ნახვა

სამართალი
ექსპერტ კრიმინალისტებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ე.წ მოლოტოვის კოქტეილები გაიტანეს

საკანონმდებლო ორგანოს მარცხენა ეზოდან გამოვიდნენ პოლიციელები და სპეცრაზმის წევრები, სამუშაოები შეასრულეს დასუფთავების სასმსახურის თანამშრომლებმაც. სწორედ ამის შემდეგ, ადგილზე გამოჩნდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და საგამოძიებო მოქმედებები წარმართეს. მათ „ფორმულას" კითხვებს არ უპასუხეს.

"ფორმულანიუსის" ცნობით, კრიმინალისტებმა გარკვეული საგნები დალუქეს, მაგრამ უცნობია თუ საიდან გაჩნდა ეს ნივთები იქ. დაახლოებით 16:00 საათიდან ჩიტაძის ქუჩა გადაკეტილია და შესაბამისად, იქ 16:00 საათიდან მხოლოდ სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რომან კაკულიას თქმით, წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, შესაძლოა, ტომრებში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ჩაქუჩები ჰქონდათ.

როგორც დეპუტატმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოასწრო და უნდა დაზუსტდეს, რეალურია თუ არა ეს ინფორმაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics