|
2019-11-16 10:48:14, 2066 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ოქრუაშვილი: ციხეში მოხვედრას არ ვნანობდი, რადგან ვთვლიდი, რომ პროპორციული არჩევნები ქვეყნის უკეთესი მომავალი იქნებოდა
„მე ჩემი ფასის გადახდის , ციხეში მოხვედრის გამო ერთი წუთით არ მინანია, იმიტომ, რომ ვთვლიდი პროპორციული არჩევნები ჩემი და ყველას შვილებისათვის, ქვეყნისათვის უკეთეს მომავალს ნიშნავს“, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით, ივანიშვილის გუშინწინდელმა თაღლითობამ ყველას მომავალი მოპარა, რის გამოც კვირას, 17 ნოემბერს, პარლამენტის წინ ყველა უნდა გაერთიანდეს და ივანიშვილს ხალხის ძალა დაანახოს. „დარწმუნებული ვარ, გუშინწინდელი კენჭრისყრის შემდეგ საქართველოში აღარ დარჩა ადამიანი,რომელსაც ოდნავ მაინც ეპარება ეჭვი, რომ საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი თაღლითი, მატყუარა და ვირეშმაკა პოლიტიკოსი. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპრციული წესით ჩატარება ნიშნავდა ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას, სიღარიბის შემცირებას, ქვეყნის ხალხისაგან დაცლის შეჩერებას და ბევრ სხვა კარგ რამეს. მის დაპირებაში ყველამ ჩვენ ჩვენი ფასი გადავიხადეთ. “გავრილოვის ღამეს” მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს, ბევრს ტყვია და ხელკეტი მოხვდა, მე და კიდევ 18 ადამიანს ციხის ფასად დაგვიჯდა მისთვის ამ დანაპირების “გამოგლეჯა” . მე ჩემი ფასის გადახდის , ციხეში მოხვედრის გამო ერთი წუთით არ მინანია, იმიტომ, რომ ვთვლიდი პროპორციული არჩევნები ჩემი და ყველას შვილებისათვის, ქვეყნისათვის უკეთეს მომავალს ნიშნავს. ივანიშვილის გუშინწინდელმა თაღლითობამ ყველას ჩვენ ქვეყნის მომავალი მოგვპარა. კვირას 17 ნოემბერს და არამარტო კვირას , ხანგრძლივად რამოდენიმე დღის განმავლობაში , ყველა ჩვენთაგანმა გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი პირადი ინტერესები და პარლამენტის წინ ქუდზე კაცის შეკრებით ივანიშვილს უნდა ვანახოთ ხალხის ძალა. ის,ვისაც ამის გათავისება და ამ საქმეში მონაწილეობა არ სურს, მას არ ესმის და არ აინტერესებს ქვეყნის მომავალი. ან ახლა შევძლებთ ყველა ერთად დგომას და გამარჯვებას, ან დავდგებით საბედისწერო არჩევანის წინაშე -სამუდამოდ დავკარგავთ ჩვენს ქვეყანას.
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)