00:36 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 19:38:55, 1738 ნახვა

საზოგადოება
#შეცვალე! - პარლამენტთან ასობით ადამიანი პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ ორგანიზებით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე ასობით ადამიანია შეკრებილი. ისინი პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

ამ დროისთვის მოქალაქეებს ორგანიზატორები და რიგითი მოქალაქეები მიმართავენ. 20:00 საათზე კი სამოქმედო გეგმას და მოთხოვნებს გააჟღერებენ.

აქციაზე ელოდებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, რომლებიც რამდენიმე საათია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ მთავარი საკითხი, რაზეც თანხმდებიან, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნაა.

აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics