15:55 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 15:27:05, 1105 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია: წავართვათ ივანიშვილს ძალაუფლება, რომელიც მან მიიტაცა

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება და ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდეს ერთი ამოცანის გარშემო - წავართვათ ივანიშვილს ძალაუფლება, რომელიც მან მიიტაცა“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია, რომელიც ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

ხოშტარიას თქმით, ივანიშვილს ჰქონდა შანსი, რომ არჩევნები ცივილურად ჩატარებულიყო და დღეს ეს შანსი გაქრა.

„დღევანდელი ვითარება გასცდა პარტიულ ჩარჩოებს. დღეს არის მნიშვნელოვანი, რომ მთლიანად საზოგადოება და ოპოზიციური სპექტრი გერთიანდეს ერთი ამოცანის გარშემო, წავართვათ ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლება, რომელიც მან მიიტაცა. როდესაც მმართევლი იტაცებს არჩევნებს და ძალაუფლებას, დგება დრო რომ ის გამოართვა, მერე გადაწყვიტოს ხალხმა ვინ უნდა ძალაუფლებაში, ოღონდ გადაწყვიტოს სამართლიანი და პროპორციული არჩევნების გზით, ამის შანსი ჰქონდა ივანიშვილს, რომ ცივილურად ჩატარებულიყო და დღეს ეს შანსი გაქრა“, -  აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics