10:21 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-08 18:41:36, 2691 ნახვა

კომენტარი
ლევან ვასაძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, პოლიციის კორდონები „მშვიდობიანად გაარღვიონ“

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლით იმუქრება, თანამოაზრეებს მოუწოდა, პოლიციის კორდონები, რომლებიც კინო-თეატრებთან არის განლაგებული, „მშვიდობიანად გაარღვიონ“.

როგორც ვასაძემ აღნიშნა, ის და მისი მხარდამჭერები აპირებენ, კინოთეატრების საოპერატოროებში შევიდნენ და ფილმი გამორთონ.

„ძალიან გთხოვთ, თითოეულ ჩვენ თანამოაზრეს, ვისაც თავი ჩვენს მომხრედ მიაჩნია, გავაკეთოთ ყველაფერი მშვიდობიანად. მივიდეთ, თუ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, რომლებიც არ შეგვიშვებს, უბრალოდ გავწიოთ ეს კორდონები, მივაწვეთ მათ და გავწიოთ ისინი გვერდზე. პოლიციელები, რომლებისაც შეეშინდებად ხალხის მხარეს გადმოსვლა და იძულებულები იქნებიან, რომ გვირტყან და იძალადონ ჩვენე, არ არიან ჩვენი მტრები, არც ის უბედური და გარყვნილი ხალხი არ არის ჩვენი მტერი, ჩვენი მტერი არის იდეოლოგია, რომელიც ასეთ ვენებებს უშვებს საქართველოში და ჩვენი მიზანი დარბაზში შესულზე არ იქნება ამ ხალხის ცემა-ტყეპა, რომც დაგვარტყან ხელი, ძალიან გთხოვთ ნუ გალახავთ ნურავის და რამდენადაც შეძლებთ არ შეუბრუნოთ არავის ხელი. უბრალოდ შევიდეთ ამ დარბაზებში და ჩავშალოთ ეს ჩვენებები. თითოეულ დარბაზში, სადაც შევალთ დავდგებით წინ, გადავეფარებით ეკრანს და ხმამაღლა მოვუწოდებთ დამსწრეებს, რომ დატოვონ კინოთეატრი“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს კინო-თეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერმა უნდა გაიმართოს. იმის გამო, რომ ფილმი გეი წყვილის სიყვარულზეა, პრემიერის დაანონსებამ საზოგადოების ნაწილში აგრესია გამოიწვია. ძალადობრივი ჯგუფები აცხადებენ, რომ კინოჩვენების ჩაშლისთვის ყველაფერს გააკეთებენ. აღნიშნულის გამო, ყველა კინო-თეატრთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე პოლიციის დამატებითი ჯგუფებია განლაგებული, რომლებსაც რეზინის ხელკეტები და სპეციალური აღჭურვილობა აქვთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics