08:02 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-07 12:26:48, 1614 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ საერთაშორისო ფორუმზე შუა დერეფნის შესაძლებლობების შესახებ მოხსენება გააკეთა

საერთაშორისო ლოგისტიკის ახალი შესაძლებლობები, - ასე ერქვა თემატურ პანელს, რომელზეც მოხსენება გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავამ თავის გამოსვლაში დიდი ყურადღება დაუთმო ქვეყნის სატრანსპორტო - ლოგისტიკურ პოტენციალს და იმ პროექტებს, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს იმისთვის, რომ საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორები კონკურენტუნარიანი გახადოს.

მინისტრმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი სარტყელისა და გზის ინიციატივას და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სარკინიგზო მულტიმოდალურ სატრანსპორტო მარშრუტს - შუა დერეფანს, რომლის განვითარების მიზნით ქართული მხარე დერეფნის სხვა მონაწილე წევრებთან ერთად ერთობლივად მუშაობს. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა შუა დერეფნის უპირატესობებზე სხვა ალტერნატივებთან შედარებით და მოუწქოდა საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიებს მეტად გამოიყენონ აღნიშნული დერეფნის შესაძლებლობები.

თემატურ პანელზე შუა დერეფნის შესაძლებლობის შესაახებ ასევე გაამახვილა ყურადღება აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა შაჰინ მუსტაფაევმა. მან ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოსთან თანამშრომლობაზე სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით. ორივე მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში, რომელთა შორის მსხვილი გადამზიდავი და ლოგისტიკური კომპანიების ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.

თემატური პანელში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. თემატურ პანელს ასევე დაესწრო სს „საქართველოს რკინიგზის" აღმასრულებელი დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics