11:25 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-04 11:47:39, 1144 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი: „ევროპული საქართველო“ სერიოზულობის ფარგლებს გასცდა

"ალბათ, მიზანშეწონილია, უმრავლესობაში ვიფიქროთ დავაინიციროთ პროექტი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე "ევროპული საქართველოს" რაციონალურობის შესწავლასთან დაკავშირებით," - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ანრი ოხანაშვილი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ გასცდა სერიოულობის ფარგლებს და ცდილობს რაიმე ფორმით დღის წესრიგში იყოს.

„მგონია, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთებას ამასთან დაკავშირებით უკვე თავი უნდა დავანებოთ. მართლა ყოველგვარ ზღვარს სცდება და აღნიშნულს სერიოზულობით ვეღარ მოვეკიდებით. ალბათ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, დავაინიციროთ პროექტი ოპოზიიციის, ამ შემთხვევაში „ევროპული საქართველოს“ რაციონალურობის შესწავლასთან დაკავშირებით, რადგან ეს ხალხი მგონია, რომ პარლამენტში არ გრძნობს თავს, ეს ხალხი უკვე გასცდა სერიოზულობის, რაციონალურობის ფარგლებს და ერთადერთი, რითიც მანიპულირებენ, დღის წესრიგის შექმნაა, რომ რაიმე ფორმით დღის წესრიგში იყვნენ, მათთან დაკავშირებით ჩვენ შეკითხვები დაგვისვათ, შემდეგ გიპასუხოთ და ა.შ.“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“ მორიგ მოთხოვნაზე, მეუფე იაკობის განცხადებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, აღნიშნა რომ მათ მიერ შეთავაზებული იდეები არარაციონალური.

„კანონშემოქმედებით საქმიანობაში, რაიმე რაციონალური იდეების შემოთავაზებაში ისინი არ არიან ჩართული, ერთადერთი, რაც აფიქრებთ, მათ ირგვლივ დღის წესრიგის შექმნაა. ხვდებიან, რომ მათ მიმართ საზოგადოების არანაირი პიზიტიური განწყობა არ არსებობს, ალბათ ნულს ქვემოთ რეიტინგი აქვთ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics