10:38 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-28 17:58:20, 3101 ნახვა

პოლიტიკა
გოგუაძე: იურიდიულმა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტები განიხილა და დაამტკიცა.

„პროპორციულ სისტემის შემოღებას მრავალი წელი ელოდებოდა საზოგადოება, თუმცა ამ დრომდე, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გადადგა ეს ნაბიჯი. მიზეზიც მარტივი იყო - პროპორციული სისტემა გამორიცხავს ხელისუფლების კონცენტრაციას ერთი პოლიტიკური ძალის ხელში და არც ერთ პოლიტიკურ ძალას ეს ძალაუფლება არ ეთმობოდა.

რას ნიშნავს „ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული პროპორციული სისტემა ბუნებრივი (0%) ბარიერით:

➡პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩევნებზე 13 000 ამომრჩევლის მხარდაჭერას მაინც მიიღებს;

➡არჩევნების შემდგომ, საუკეთესო შედეგის მქონე პარტიასაც მოუწევს სხვა პარტიებთან თანამშრომლობა გადაწყვეტილებების მისაღებად;

➡საზოგადოების ყველა ჯგუფს ეყოლება მისი ინტერესების გამომხატველი პოლიტიკოსი პარლამენტში. იქნება მეტი განსხვავებული მოსაზრება და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი;

➡გაჩნდება ფუნდამენტურად ახალი გარემო ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების განვითარებისთვის ქვეყანაში.

კიდევ უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, ამ სისტემით რომ ჩატარებულიყო არჩევნები 2016 წელს, ნაცვლად 3 პოლიტიკური პარტიისა, პარლამენტში 10 პოლიტიკური პარტია იქნებოდა წარმოდგენილი", -განაცხადა იურიდიული კომიტეტის წევრმა, ნინო გოგუაძემ.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics