10:38 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 15:04:00, 3501 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი დაზღვევის“ ჩეთ ბოტის - „ბი ბოტის“ ახალი, ინოვაციური სერვისი

თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ახალ, ინოვაციურ და კიდევ უფრო გამარტივებულ სერვისს სთავაზობს. ბი ბოტი საქართველოში პირველი სადაზღვევო ჩეთ ბოტია, რომელიც მომხმარებელს საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების მიღებაში პირდაპირ Facebook Messenger-დან, დამატებითი ზარის განხორციელების გარეშე დაეხმარება.

აქამდე, მოგზაურობისას გაუთვალისწინებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო ასისტანსის ან თიბისი დაზღვევის ცხელ ხაზზე დარეკვა იყო საჭირო. ახლა კი, ბი ბოტისთვის პირდაპირ ჩეთში მიწერაა საკმარისი, რის შემდეგაც ის დაადგენს, რომელ ქვეყანასა და ქალაქში იმყოფება და რა სახის დახმარება სჭირდება დაზღვეულს. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, ბი ბოტი მომხმარებელს პროვაიდერი კლინიკების ჩამონათვალს მიაწვდის, სადაც ის მხოლოდ ფრანშიზას, ანუ თანამონაწილეობის თანხას - 100 დოლარს ან ევროს გადაიხდის, დანარჩენს კი თიბისი დაზღვევა დაფარავს.

თუ მომხმარებელი არაპროვაიდერ კლინიკას მიმართავს, თანხის ასანაზღაურებლად, საქართველოში დაბრუნებიდან 48 საათის განმავლობაში უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე - 2 42 22 22 და 15 კალენდარული დღის განმავლობაში საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.

ბი ბოტს 2017 წლიდან დღემდე 11 479 მოგზაური ჰყავს დაზღვეული.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics