11:31 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 17:27:17, 1240 ნახვა

საზოგადოება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და გერმანიის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ფედერალურ ორგანოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ და გერმანიის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ფედერალური უწყების (Bundesaufsichtsamt für Flugsicherung - BAF)  დირექტორმა, პროფესორმა ნიკოლაუს ჰერმანმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან მჭიდრო თანამშრომლობაზე სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობასთან დაკავშირებული ICAO-ს სტანდარტების და ერთიანი ევროპული ცის (SES) რეგულაციების დანერგვის კუთხით.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს მონაცემებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების და სასწავლო დაწესებულებების ზედამხედველობა და სერტიფიცირება, სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელები, საჰაერო მოძრაობის, კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურებების ზედამხედველობა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების სერტიფიცირება, აგრეთვე საჰაერო სივრცის მოქნილი სარგებლობის მიზნით, სამოქალაქო და სამხედრო ავიაციას შორის კოორდინაცია და სამოქალაქო ავიაციაზე ზეგავლენის მქონე დაბრკოლებების შესახებ ინფორმაციის მართვა. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება შეხვედრებისა და სემინარების, ასევე გასვლითი ვიზიტების ორგანიზება ორივე უწყებაში.

მემორანდუმს ხელი თბილისში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მოეწერა ხელი. შეხვედრაზე, დადებითი შეფასება მიეცა ქართული მხარის აქტივობებს ICAO-ს მე-40 ასამბლეის ფარგლებში, მათ შორის აღინიშნა განზრახულობათა ოქმის გაფორმება SESAR-თან საჰაერო მოძრაობის მართვის მოდერნიზების და ეფექტურობის გაუმჯობესების საკითხებზე.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics