09:48 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-23 13:14:03, 2353 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი: დოკუმენტის მიღება ადასტურებს იმას, რომ საქართველოს აქვს აშშ-ის მხარდაჭერა

„ამ დოკუმენტის მიღება ადასტურებს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ამერიკის საკანონმდებლო შტოს ორპარტიული მხარდაჭერა და თავად ის ფაქტი, რომ აშშ-ს დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი უაღრესად დახუნძლულია მრავალი სერიოზული საკითხით“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის დაამტკიცების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, ის რომ წარმომადგენელთა პალატის მხრიდან კეთდება ასეთი განცხადებები არის ღია დასტური იმისა, რომ ამერიკა რუსეთს და საერთაშორისო საზოგადოებას გზავნილს უგზავნის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში აშშ საქართველოს მთავარი პარტნიორი იქნება. 

„დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი უაღრესად დახუნძლულია მრავალი სერიოზული საკითხით. იმ დროს, როდესაც აშშ-ს მხრიდან ასეთი მაღალი საკითხის დოკუმენტის მიღება ხდება საქართველოსთან მიმართებაში, ადასტურებს იმას, თუ რა ოდენ მნიშვნელოვანია აშშ-სთვის საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა

 

 

მოამზადა ლიკა ბესელიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics