|
2015-07-16 17:53:59, 1059 ნახვა
სამხედრო
საქართველო-ნატო სტრატეგიული დიალოგის განვითარების თემაზე შეხვედრა გაიმართა
„საქართველო-ნატო: სტრატეგიული დიალოგის განვითარება“ რიგით მესამე შეხვედრა დღეს სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული შეხვედრის მიზანი, რომელიც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისა და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ორგანიზებით ჩატარდა, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციის განვითარებაა. შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე დავით სიხარულიძე უძღვებოდნენ. ღონისძიებაზე თავდაცვის სამინისტროს მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია წარმოადგენდა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეები და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს, საქართველოს რეფორმების ასოციაციის, უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები. კონფერენციაზე საქართველო-ნატოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნის, ნატოს გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტის, ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა დეკემბრის სამიტისა და ვარშავის სამიტის მომზადების საკითხები განიხილეს. მსჯელობისას ყურადღება ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და სტრატეგიული კომუნიკაციის განვითარების პროცესში მთავრობის, პარლამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე გამახვილდა. კონფერენციის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი შეიქმნა.
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)