03:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-17 13:01:11, 3729 ნახვა

მსოფლიო
„ნუ იქნები ხისტი და სულელი, ისტორია ეშმაკად შეგრაცხავს“ - ტრამპმა ერდოღანს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა

სირიაში სამხედრო ოპერაციამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგას რეჯეპ ტაიფ ერდოღანს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნ, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. 

მედია საშუალების ინფორმაციით, წერილში თეთრი სახლის ლიდერი ერდოღანს შესაძლო რისკებისა და საფრთხეების შესახებ აფრთხილებს. გარდა ამისა, ტრამპი ერდოღანს თურქეთის ეკონომიკის მოშლით ემუქრება.

"შენ არ გსურს გახდე პასუხისმგებელი ათასობით ადამიანის სისხლის ღვრაზე და მე არ მსურს გავხდე პასუხისმგებელი თურქული ეკონომიკის განადგურებაზე, მე კი ამას გავაკეთებ. ისტორია დაგიფასებს, თუკი ამას სწორად და ჰუმანურად გააკეთებ, მაგრამ შეგრაცხავს ეშმაკად, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება. ნუ იქნები ხისტი, ნუ იქნები სულელი!", - ნათქვამია ტრამპის წერილში. 

მედიის ცნობით, წერილი 9 ოქტომბრით არის დათარიღებული. 

შეგახსენებთ, თურქეთმა სირიაში ჯარი 9 ოქტომბერს შეიყვანა და ქურთების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყო. აღნიშნული ფაქტი ევროკავშირმა დაგმო. ევროგაერთიანების წევრმა ქვეყნებმა თურქეთის პრეზიდენტს ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს. პარალელურად ამერიკამ საკუთარი ჯარები ქვეყნიდან გაიყვანა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics