22:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 19:10:34, 1221 ნახვა

კომენტარი
ხაზარაძე - კახა კალაძის ლექსიკა არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას

„კახა კალაძის ლექსიკა არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას“, - ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის მირე მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, კალაძე „დამარცხებული პოლიტიკოსის ენით მეტყველებს“.

„ვფიქრობ რა ვუპასუხო კალაძეს, ალბათ არ ვუპასუხებ, რამეთუ მისი ლექსიკა არ შეესაბამება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას. ეს არის ჩემთვის დამარცხებული პოლიტიკოსების სალაპარაკო ენა და იმ პოლიტიკოსების, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ესე მდგომარეობამდე მიიყვანეს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეეჭვება, მამუკა ხაზარაძემ პროექტის განხორციელება შეძლოს: „დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხაზარაძემ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს. მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობები“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics