23:41 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-14 16:12:09, 2369 ნახვა

კომენტარი
კალაძე: 2020 წელს რომელი პოლიტიკური პარტია გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა ბოკერია

„2020 წელს რომელი პოლიტიკური პარტია გაიმარჯვებს, ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას, ამას ჩვენი მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ აფასებენ იმ დამოკიდებულებას, რომელიც მათ მიმართ „ქართულ ოცნებას“ გააჩნია.

 „მე შემიძლია, კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც შემდეგი შინაარსის იყო, რომ მოვიქცევით და მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში, რასაც ჩვენ ვუყურებთ და ვაკვირდებით, ეს ადამიანები კიდევ ერთხელ შეეცადნენ, რომ მიდგომა, დამოკიდებულება, თანამედროვეობა, ისევ ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ, რაც ძალიან ცუდია“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics