03:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-12 14:52:03, 3667 ნახვა

მსოფლიო
იაპონიაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა - ქვეყანაში ევაკუაციაა გამოცხადებული

იაპონიაში, ტაიფუნ "ჰაგიბისის" გამო, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ხელისუფლებამ 6 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა. გარდა ამისა, სტიქიის გამო, 800 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მედიის ცნობით, დედაქალაქ ტოკიოში გაჩერდება მეტრო, დაიხურება მაღაზიები, რესტორნები და აფთიაქები. სინოპტიკოსები სტიქიას 1958 წლის ტაიფუნ „იდას“ ადარებენ, რომელმაც 1200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ავიაკომპანიებმა 800-ზე მეტი რეისი ჯერ კიდევ გუშინ გააუქმეს.  ტაიფუნის მოახლოებასთან დაკავშირებით, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ მთავრობის წევრებს ყველა საჭირო ზომის მიღება დაავალა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics