02:37 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 14:05:37, 3967 ნახვა

მსოფლიო
თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები დაიწყო

თურქეთის ჯარმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. ამის შესახებ  BBC იუწყება.

პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, საბრძოლო ოპერაციებს „უსაფრთხო ზონა“ უნდა შეექმნა, რომელიც იმ ტერიტორიას გაათავისუფლებდა, სადაც ქურთები და სირიელი ლტოლვილები იმყოფებიან. 

თურქეთის მიერ საბრძოლო მოქმედებების დაწყება ევროკავშირმა დაგმო. ევროგაერთიანებამ ოფიციალურ ანკარს შეტევების შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ქურთების სათავეში მყოფი ძალები, რომლებიც აშშ-ის მთავარი მოკავშირეები იყვნენ, წინააღმდეგობის გაწევას აპირებენ.

ცნობისთვის, საბრძოლო მოქმედებები რამდენიმე დღის შემდეგ განხორციელდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საზღვრისპირა ტერიტორიიდან აშშ-ის ჯარები გამოიყვანა. 

ჯერჯერობით უცნობია, შეწყვეტს თუ არა თურქეთი სამხედრო მოქმედებებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics