22:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-09 15:48:29, 2192 ნახვა

კომენტარი
გენპროკურორი: რა დიპლომიც მომცეს, ის წამოვიღე - ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე

გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე მის დიპლომთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. 

როგორც თადუმაძემ აღნიშნა, მას 1990-იან წლებში არსებული კანონმდებლობის შესაბამისი დიპლომი აქვს და არანაირ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, ის იმ პერიოდში არსებულ განათლების სისტემაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. 

"ბოდიშით, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე. ასეთ ქვეყანაში დავიბადე, ასეთი განათლების სისტემა იყო. არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ამბობს, რომ შალვა თადუმაძეს არ ჰქონდა ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა ამ ფორმით. სადაც იყო გახსნილი, სახელმწიფომ დაუშვა, მათ შორის, მიწისქვეშ გადასასვლელში უნივერსიტეტის გახსნა. სადაც იყო გახსნილი, იქ მივედი, რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე, რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე. მე ამის შესაძლებლობა მქონდა კანონით და მე ვერ ავიღებ იმაზე პასუხისმგებლობას, რომ 1997 წლამდე ამ ქვეყანაში საბჭოთა განათლების კანონი მოქმედებდა", - განაცხადა თადუმაძემ. 

 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics